Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის სასამართლომ ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა


ინდონეზიის სასამართლომ ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაჰმადიანსასულიერო პირს აბუ ბაქარ ბაშირს

ინდონეზიის სასამართლომ ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაჰმადიანსასულიერო პირს აბუ ბაქარ ბაშირს
- კუნძულ ბალიზე, 2002 წელს მომხდარი აფეთქებების მოწყობაში მონაწილეობისთვის. თუმცა, ასამართლომ ბაშირს მძიმე ბრალდებები მოუხსნა. გამომძიებელთა აზრით, სწორედ ბაშირი იყო ბალიზე და მოგვიანებით, ჯაკარტის სასტუმრო "მერიოტში" მომხდარი აფეთქებების ორგანიზატორი. 2002 და 2003 წლებში მოწყობილი იმ აფეთქებების შედეგად ორასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბრალმდებელი ბაშირისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, ამტკიცებდა რა, რომ იგი სათავეში უდგას "ალ ყაიდასთან" მჭიდროდ დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციას. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა გაწბილება გამოთქვა განაჩენის მეტისმეტი სირბილის გამო (ხსენებული ტერაქტების შედეგად ბევრი ავსტრალიელი ტურისტი დაიღუპა): [ალექსანდერ დაუნერის ხმა] "ბაშირს ორწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. აქედან ათი თვე მან უკვე გაატარა ციხეში. ასე რომ, თუ პატიმრობის ვადას ამასაც გამოვაკლებთ, არცთუ ხანგრძლივი პატიმრობა გამოვა."
XS
SM
MD
LG