Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიელი ჟურნალისტი ჯულიანა სგრენა, რომელიც


იტალიელი ჟურნალისტი ჯულიანა სგრენა, რომელიც ექსტრემისტებს ჰყავდათ გატაცებული,

იტალიელი ჟურნალისტი ჯულიანა სგრენა, რომელიც ექსტრემისტებს ჰყავდათ გატაცებული,
სამშობლოში დაბრუნდა. მანამდე, მას და მის თანხმლებთ, ბაღდადის აეროპორტისკენ გზად ამერიკის შშ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, მოკლეს მისი თანმხლები, იტალიის უშიშროების თანამშრომელი, თვითონ ყოფილი მძევალი დაიჭრა. იუწყებიან, რომ თანხმლებმა მცველმა ჯულიანა სგრენა სხეულით დაფარა. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ინციდენტის მსვლელობასთან დაკავშირებით. თვითონ სგრენამ თქვა, რომ მანქანა, რომელშიც ის იჯდა, ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა. აშშ-ის სამხედროების თანახმად, მანქანამ, როცა საგუშაგოს მიუახლოვდა, სიჩქარეს უმატა. მათივე თქმით, პირდაპირ სროლამდე, მომავალი მანქანას გამაფრთხილებელი სიგნალი მისცეს. .
რომის აეროპორტში, სგრენას ძმამ განაცხად, რომ ვეტერანი ჟურნალისტი ინციდენტის შემდეგ, თავს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგად გრძნობდა: (სგრენას ხმა) “ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით კარგად არის, მაგრამ სხვა მხრივ, უნდა დავიცადოთ, სანამ მას ექიმი ნახავდეს”.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სინანული გამოხატა და იტალიის პრემიერს სილვიო ბერლუსკონის სრული გარკვევა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG