Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 19-მდე გაიზარდა შინ გამოხდილი


თურქეთში 19-მდე გაიზარდა შინ გამოხდილი არყის დალევის შედეგად გარდაცვლილების რიცხვი.

თურქეთში 19-მდე გაიზარდა შინ გამოხდილი არყის დალევის შედეგად გარდაცვლილების რიცხვი.
სტამბულის ჯანდაცვის უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, სტამბულში 18 ადამიანი, ბურსის პროვინციაში - ერთი გარდაიცვალა. დამატებით, პოლიცია იძიების ორი ადამიანის სიკვდილს. ეჭვი აქვთ, რომ სიკვდილის მიზეზი იყო შინ გამოხდილი ანისულის არყით მოწამვლა. 20-მდე ადამიანი, მოწამვლის ნიშნებით, საავადმყოფოშია მოთავსებული. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში განხორციელებული ოპერაციისას დაკავებულია 15-მდე ადამიანი და კონფისცირებულია ათასობით ბოთლი არაყი.
XS
SM
MD
LG