Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომლის


ბეირუთში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს

ბეირუთში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს
ლიბანში სირიის ჯარების დარჩენას. დემონსტრაციის თაოსანი იყო შიიტი მუსლიმანების ორგანიზაცია "ჰისბოლა", რომელიც სირიას ემხრობა. დემონსტრაცია მიზნად ისახავდა დაპირისპირებას ოპოზიციის მომხრეთა მოთხოვნასთან, ლიბანიდან გაყვანილ იქნეს სირიის ჯარები. დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა კატეგორიული მოთხოვნა ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანის შესახებ: [ჯორჯ ბუშის ხმა]: "სირიის მთელი შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურების ყველა თანამშრომელი გაყვანილ უნდა იქნეს ლიბანადან ჯერ კიდევ არჩევნების დაწყებამდე, რათა ის თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ამ არჩევნებს გულდასმით მიადევნებენ თვალყურს და ყოველმხრივ გააკონტროლებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ლიბანელ ხალხს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი თვითონვე განსაზღვროს, უცხო ძალის ჩაურევლად."
XS
SM
MD
LG