Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 10


რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 10 მილიონი დოლარი გადაიხადა ინფორმაციაში,

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 10 მილიონი დოლარი გადაიხადა ინფორმაციაში,
რომელსაც ჩეჩენი მეამბოხეების მეთაურის, ასლან მასხადოვის მიკვლევა და მოკვლა მოჰყვა. ამ შინაარსის განცხადება დღეს გააკეთა უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა. მასხადოვი გასულ კვირაში მოკლეს ჩრდილოეთ ჩეჩნეთში სპეცოპერაციის დროს. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მანამდე, სექტემბერში გაავრცელა განცხადება, რომ ფულს გადაიხდიდა ინფორმაციაში მასხადოვის ადგილსამყოფელის შესახებ. დღეს კი უწყების პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ უშიშროების სამსახური მზადაა, დაეხმაროს მისთვის ინფორმაციის მიმწოდებლებს რუსეთის სხვა რეგიონში, ან მუსლიმანურ ქვეყანაში გადასახლებაში.
დღესვე ამავე უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ ათ მილიონ დოლარს მისცემენ მას, ვინც კრემლის ნომერ პირველ მტრად გამოცხადებული შამილ ბასაევის ადგილსამყოფელს მიასწავლის ამ სამსახურს.
XS
SM
MD
LG