Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" წლევანდელ ანგარიშში მოყვანილია


"ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" წლევანდელ ანგარიშში მოყვანილია მსოფლიოს 40 ქვეყანაში, მათს შორის საქართველოში

"ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" წლევანდელ ანგარიშში მოყვანილია მსოფლიოს 40 ქვეყანაში, მათს შორის საქართველოში
ჩატარებული კვლევის შედეგები. "ტრანსპარენსი ინტერნეშენალი" მსოფლიოში კორუფციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა. "ტრანსპარენსი" აქებს საქართველოს ხელმძღვანელობას, რომელმაც თავის პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში შეშფოთებული არიან საფრთხით, რომელიც მკაცრი ანტიკორუფციული ზომებით ადამიანის უფლებების ექმნება. როგორც "ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ნუსბაუმი აღნიშნავს, საქართველოსა და უკრაინას გრძელი გზა აქვთ გასავლელი ანტიკორუფციული ძალისხმევის მხრივ. [ნუსბაუმის ხმა] “ჩვენ გამამხნევებელ ნიშნად მიგვაჩნია საქართველოსა და უკრაინაში მშვიდობიანი რევოლუციების შემდეგ კორუფციასთან დაწყებული ბრძოლა. თუმცა, გვესმის, რომ ორივე ქვეყანას დასჭირდება მრავალწლიანი თანამიმდევრული რეფორმები, თუ სურს, შეასრულოს ის, რისი პირობაც დადეს მათმა კორუფციასთან მებრძოლმა მთავრობებმა”.
XS
SM
MD
LG