Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უშიშროების ძალებსა და ადგილობრივი


პაკისტანში უშიშროების ძალებსა და ადგილობრივი კლანის წევრებს შორის შეტაკებამ, სულ ცოტა, 8 ჯარისკაცის

პაკისტანში უშიშროების ძალებსა და ადგილობრივი კლანის წევრებს შორის შეტაკებამ, სულ ცოტა, 8 ჯარისკაცის
სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია 23 ადამიანი. შეტაკება ბალუჯისტანის პროვინციაში ხუთშაბათს დილას დაიწყო. კლანი, რომლის წევრებიც უშიშროების ძალებს ებრძოდნენ, ირწმუნება, რომ მათ რიგებშიც ბევრია დაღუპული - მათ შორის ქალები და ბავშვები. დღესაც გავრცელდა ცნობები ცალკეულ შეტაკებებზე, მიუხედავად ოფიციალური პირების განცხადებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბალუჯისტანის პროვინციაში მდებარეობს პაკისტანის მთავარი გაზის საბადოები. ბოლო დროს იქ ჯარებსა და მთავრობის უწყებებზე ხშირად ხორციელდება თავდასხმები, რომელთა მოწყობაშიც ადგილობრივ კლანებს ადანაშაულებენ. ისინი, როგორც იუწყებიან, მეტ ანაზღაურებას ითხოვენ მათი ტერიტორიებით სარგებლობისათვის.
XS
SM
MD
LG