Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიციამ შაბათს მადრიდის აფეთქებებში


ბრიტანეთის პოლიციამ შაბათს მადრიდის აფეთქებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი, 39 წლის მუთაზ ალმალაჰ

ბრიტანეთის პოლიციამ შაბათს მადრიდის აფეთქებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი, 39 წლის მუთაზ ალმალაჰ
დაბასი დააკავა. ის ესპანეთის მოქალაქეა და ლონდონთან ახლოს დააკავეს. პარასკევს კი ესპანეთის პოლიციამ მოჰანად ალმალაჰ დაბასი დააკავა, რომელიც სირიელია და რადიკალი ისლამისტების მხარდაჭერაში ედება ბრალი. ესპანეთის პოლიციის მტკიცებით მათი და ბრიტანეთის პოლიციის მიერ დაკავებული პირები ძმები არიან. 19 მარტს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოზე ლუის როდრიგეს საპატერომ რამდენიმე საათი დაჰყო შარშანდელი ტერაქტების მსხვერპლთა ასოციაციაში. ბევრმა, ვინც მადრიდის აფეთქებებს გადაურჩა, უარი თქვა შეკრებაში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG