Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა პარლამენტის ყოფილი


ყაზახეთში ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჟარმახან ტუიაკბაი დაასახელეს

ყაზახეთში ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჟარმახან ტუიაკბაი დაასახელეს
ოპოზიციის საერთო კანდიდატად, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას გაუწევს ამჟამინდელ პრეზიდენტს - ნურსულთან ნაზარბაევს. ტუიაკბაი ყაზახეთში გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლება. ის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან საპარლამენტო არჩევნების არადემოკრატიულობით უკმაყოფილების ნიშნად. საინფორმაციო სააგენტო "ასოიშეიტიდ პრესის" ცნობით, დღეს ალმა-ატაში გაიმართა მანიფესტაცია ოპოზიციის 600-მდე მომხრის მონაწილეობით. მათდამი მიმართვაში ტუიაკბაიმ ნაზარბაევი გააკრიტიკა. ყაზახეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს დეკემბერში გაიმართება, მაგრამ ოპოზიცია არჩევნების წელს, დეკემბერში გამართვას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG