სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტებმა და მათმა მშობლებმა დღეს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განაახლეს. სტუდენტების ნაწილი უკვე მეხუთე დღეა კოლეჯში შიმშილობს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს. სტუდენტების თქმით, ისინი შიმშილობისა და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამჟამად კოლეჯში 28 სტუდენტი შიმშილობს. კვირას ღამით კი ხუთი სტუდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.