Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა გამოაცხადა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნებიკანონიერი იყო.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნებიკანონიერი იყო.
პარლამენტის ახალი მოწვევის დეპუტატებს მან ასეთი სიტყვებით მიმართა: [ასკარ აყაევის ხმა] “მეოთხე არჩეული “ჯოგორყუ კენგეშის”, ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატებს, ნება მომეცით მთელი გულით, მთელი ერის სახელით მოგილოცოთ პირველი სესიის გახსნა.” გუშინ და დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დააკავეს ოპოზიციური "სახალხო მოძრაობის" სამი ლიდერი, მათ შორის ადამიანის უფლებათა მოძრაობის ცნობილი აქტივისტი ტოფჩუბეკ ტურგუნალიევი. ოპოზიის ათასობით მომხრე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და პრეზიდენტის პოსტიდან ასკარ აყაევის გადადგომას მოითხოვს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთში, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს სამი დიდი ქალაქი. დღეს ასკარ აყაევმა თქვა, რომ ამ ქალაქებში ხელისუფლება მალე დაამყარებს წესრიგს, თუმცა ფართო მასშტაბით ძალის გამოყენებას არ აპირებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG