Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ "უსამართლო" უწოდა ჩინეთისთვის

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ "უსამართლო" უწოდა ჩინეთისთვის
იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს, რომელიც ევროპას აქვს შემოღებული. როგორც სოლანამ ბრუსელში ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირი, რომელიც 25 ქვეყანას აერთიანებს, დღემდე შეშფოთებულია ადამიანის უფლებების სფეროში პეკინის მოქმედებით, მაგრამ, სოლანას თქმით, სახეზეა პროგრესი. ევროკავშირმა გასულ წელს გადაწყვიტა, იმუშაოს წელს იავნისისთვის ემბარგოს მოხსნის საკითხზე. მაგრამ ბოლო დროს პეკინმა პოზიცია გაამკაცრა ტაივანთან მიმართებაში, რომელსაც თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ამის გამო, ევროპაშიც ფრთხილობენ პეკინისთვის იარაღის მიყიდვის განახლების საკითხში. აშშ გადაჭრით ეწინააღმდეგება ემბარგოს მოხსნას.
XS
SM
MD
LG