Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა


ყირგიზეთის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა დღეს ახსენა მთავრობის კანონიერი უფლება, ძალა გამოიყენოს

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა დღეს ახსენა მთავრობის კანონიერი უფლება, ძალა გამოიყენოს
ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად. შინაგან საქმეთა მინისტრად დღეს დანიშნულ კენეშბეკ დუშებაიევის განცხადებით: [დუშებაიევის ხმა] “კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა კანონიერი ზომა, მათ შორის ფიზიკური ძალა, საგანგებო ზომები და ტაბელური იარაღი”. დღესვე ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრი ესენ ტოპოიევი ჩავიდა სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში და შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაძაბულობის განმუხტვაზე მოსალაპარაკებლად. ტოპოევმა, როგორც ჩანს, რაიმე წინსვლას ვერ მიაღწია და დემონსტრანტები კვლავინდებურად მოითხოვენ მთავრობის გადადგომას. ქალაქ ოშს დემონსტრანტები აკონტროლებენ - ისინი პროტესტს გამოთქვამენ, მათი შეფასებით, გაყალბებული არჩევნების გამო და დაკავებული აქვთ სამთავრობო უწყებების შენობები. ოპოზიციის მომხრეებმა მთავრობის შენობები დაიპყრეს ჯალალაბადსა და რამდენიმე სხვა ქალაქშიც. ბიშკეკში კი პოლიციამ დაარბია საპროტესტო დემონსტრაცია, ჩვენი რადიოს ინფორმაციით, დააკავა ათობით დემონსტრანტი.
XS
SM
MD
LG