Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის პრეზიდენტი მუამარ გადაფი არ


ლიბიის პრეზიდენტი მუამარ გადაფი არ აპირებს ბულგარელი ექთნების გათავისუფლებაზე, რომლებსაც სასიკვდილო

ლიბიის პრეზიდენტი მუამარ გადაფი არ აპირებს ბულგარელი ექთნების გათავისუფლებაზე, რომლებსაც სასიკვდილო
განაჩენი აქვთ გამოტანილი. გადაფი ირწმუნება, რომ დასავლეთი არად დაგიდევთ ლიბიელი ბავშვების სიკვდილს: [გადაფის ხმა] "სიკვდილი მიესაჯა სამედიცინო ჯგუფს, რომლის მიზეზითაც დაიღუპა 47 ბავშვი და კიდევ არაერთს სიკვდილი ემუქრება. რა მოხდა? ყველა, ვინც დასავლეთიდან ჩამოდის ლიბიაში, ჩემგან ბულგარელი ექთნების გათავისუფლებას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვების დაღუპვა მნიშვნელოვნად არ არის მიჩნეული". შეგახსენებთ, რომ ხუთ ბულგარელ ექთანსა და პალესტინელ ექიმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს იმისათვის, რომ მათ ბრალად ასობით ლიბიელი ბავშვის შიდსის ვირუსით განზრახ ინფიცირება ედებათ. სასამართლომ გადაწყვეტილება ბულგარელი ექთნების ჩვენებების საფუძველზე მიიღო. როგორც ამბობენ, მათ ჩვენებები წამების შედეგად მისცეს. პატიმრობაში მყოფი ექთნები, რომლებიც 1999 წელს დააკავეს, ირწმუნებიან, რომ ისინი ბენღაზის საავადმყოფოს ხელმძღვანელობის ბრალეულობის დასაფარად გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG