Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები გაიმართა ბელორუსიაშიც. მინსკის


საპროტესტო აქციები გაიმართა ბელორუსიაშიც. მინსკის ცენტრში, იმ შენობის წინ, სადაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს

საპროტესტო აქციები გაიმართა ბელორუსიაშიც. მინსკის ცენტრში, იმ შენობის წინ, სადაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს
ოფისი მდებარეობს, 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ხელკეტების გამოყენებით დაშალა და 100 ადამიანი დააპატიმრა. აქციის მონაწილეთა შორის არიან დაშავებულები. კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ აქციის მონაწილეთა შორის იყო ბევრი მოვაჭრე, რომლებიც 1 იანვრიდან რუსეთიდან შემოტანილ საქონელზე 18 პროცენტიანი დამატებული ღირებულების გადასახადის გამო არიან უკმაყოფილო. მინსკში ორგანიზებული საპროტესტო აქციის ინიციატორმა ანდრეი კლიმოვმა დემონსტრანტთა მოთხოვნები ასე ჩამოაყალიბა: [კლიმოვის ხმა] "ჩვენთან მოვლენები მხოლოდ იწყება. დღეიდან იწყება ბელორუსიის რევოლუცია. მჯერა, რომ ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ 2006 წლისვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩვენ შევძლებთ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან მოშორებას. ჩვენ ბელორუსიაში უმრავლესობას წარმოვადგენთ და გვაერთიანებს ერთი სურვილი და ის არ უკავშირდება ლუკაშენკოს, როგორც პიროვნებას, ანდა ამ "ომონელებს". ჩვენი სურვილი უკავშირდება მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობას და ლტოლვას თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებისაკენ". საქმე ის გახლავთ, რომ დღეს 25 მარტს ბელორუსიის დემოკრატიული ეროვნული რესპუბლიკის დაარსების 87-ე წლისთავია. მართალია ამ რესპუბლიკამ ცოტა ხანს იარსება, მაგრამ ოპოზიციონერებს ბელორუსიაში სწორედ 25 მარტი მიაჩნიათ ბელორუსიის დამოუკიდებლობის ნამდვილ დღედ.
XS
SM
MD
LG