Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე


მაკედონიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამ არჩევნებს მაკედონიაში

მაკედონიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამ არჩევნებს მაკედონიაში
სტაბილურობის გამოცდად მიიჩნევენ. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა არჩევნების პირველი რაუნდი, რომელიც 13 მარტს ჩატარდა. აღინუსხა სერიოზული დარღვევები. მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს: დედაქალაქ სკოპიეს ერთ-ერთ უბანში მოიპარეს საარჩევნო მასალები; ქალაქ პრილეპში ადგილი ჰქონდა დარღვევებს რეგისტრაციისას. 27 მარტის არჩევნები 84-დან 57 მუნიციპალიტეტისთვის ჩატარდა და მასში 150 კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემები ოთხშაბათისთვის გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG