Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ახალ პრემიერ-მინისტრსა და გარდამავალი


ყირგიზეთის ახალ პრემიერ-მინისტრსა და გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტს ნაადრევად მიაჩნიათ ქვეყანაში ასკარ აყაევის დაბრუნება.

ყირგიზეთის ახალ პრემიერ-მინისტრსა და გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტს ნაადრევად მიაჩნიათ ქვეყანაში ასკარ აყაევის დაბრუნება.
კურმანბეკ ბაკიევმა დღეს გამოთქვა ვარაუდი, რომ დამხობილ პრეზიდენტ ასკარ აყაევის ყირგიზეთში დაბრუნებამ, შესაძლოა, მორიგი არეულობა გამოიწვიოს. აყაევი 24 მარტს გაიქცა ყირგიზეთიდან - მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტები ბიშკეკში მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. აყაევმა, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება და ჯერ არ გადამდგარა პრეზიდენტის პოსტიდან, განაცხადა, რომ შესაძლოა გადადგეს, თუ ყირგიზეთში გარკვეულ გარანტიებს მიიღებს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ფელიქს ყულოვი გადადგა ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორის თანამდებობიდან. მისი თქმით, ქვეყანაში ახლა სტაბილური ვითარებაა და ამ პოსტზე მისი საქმიანობა საჭირო აღარ არის.
XS
SM
MD
LG