Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანის წარმომადგენელი ანჯელო კომასტრი აცხადებს


ვატიკანის წარმომადგენელი ანჯელო კომასტრი აცხადებს, რომ რომის პაპი იოანე-პავლე მეორე სიკვდილის პირას არის.

ვატიკანის წარმომადგენელი ანჯელო კომასტრი აცხადებს, რომ რომის პაპი იოანე-პავლე მეორე სიკვდილის პირას არის.
კომასტრის ციტირებას თუ მოვახდენთ: "ამ საღამოს, ან ამაღამ ქრისტე პაპს სასუფევლის კარს გაუღებს". რამდენიმე წუთით ადრე კი ვატიკანმა უარყო იტალიის მედიით გავრცელებული ცნობა პაპის გარდაცვალების შესახებ. მანამდე კი, პარასკევს, დღისით ვატიკანის წარმომადგენელი ხოაკინ ნავარო-ვალსი ამბობდა, რომ 84 წლის პაპის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ნავარო-ვალსმა თქვა, რომ პაპი საღ გონებაზე იყო და თავისი მდგომარეობის სიმძიმის შესახებ აცნობეს კიდეც: [ნავარო-ვალსის ხმა] "მოცემულ მომენტში პაპმა გადაწყვიტა დარჩენა ვატიკანში, თავის ოთახში, სადაც გარდა ყველაფრისა სათანადო სამედიცინო დახმარება უტარდება".
XS
SM
MD
LG