Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
გიორგი ხაინდრავა, რომელიც სათავეში უდგას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიას, შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს იგორ გაონს. გაონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში დაბრუნების მსურველი მაჰმადიანი მესხების ზუსტი რიცხვის დადგენას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას, რისთვისაც ევროპის საბჭო მზად არის საქართველოსთვის დასახმარებლად. გიორგი ხაინდრავამ სტუმარს გააცნო სახელმწიფო კომისიის ფარგლებში რეპატრიაციასთან დაკავშირებით დაწყებულ ღონისძიებათა გეგმა. 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველომ ივალდებულა, რომ 2012 წლამდე დაასრულებს 1944 წელს გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციას.
XS
SM
MD
LG