Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკურ გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა


პოლიტიკურ გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ თბილისში საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე

პოლიტიკურ გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ თბილისში საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე
ისაუბრა სამხედრო დიქტატურის საფრთხეზე, რომელიც საქართველოს ემუქრება და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისგან მოდის. გამყრელიძე ირწმუნება, რომ ოქრუაშვილი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიული საქრთველოს მომავლისთვის და რადიკალური ზომების მიღება დღესვეა საჭირო. [ დავით გამყრელიძის ხმა] „ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილად არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე მანიაკი, რომელის დღეს სათავეში უდგას ძალიან სერიოზულ უწყებას. შეგახსენებთ მის ქმედებებს თუნდაც როცა ის იყო გუბერნატორი. მითხარით თუნდაც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ავტომატით და კომუფლიაჟით დარბის საროსკიპოებში და თვითონ აკავებს დამნაშავეებს,“ განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ და გამოეხმაურა მინისტრის მიერ ტელეკომპანია "იმედში" 5 აპრილს გაკეთებულ განცხადებებს - კერძოდ, სიცრუე უწოდა ოქრუაშვილის მტკიცებას, თითქოს ის არ არის დაპირისპირებული ზოგ მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსანთან.
XS
SM
MD
LG