Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა გერხარდ შრედერმა დღეს


გერმანიის კანცლერმა გერხარდ შრედერმა დღეს მოუწოდა მსოფლიოს

გერმანიის კანცლერმა გერხარდ შრედერმა დღეს მოუწოდა მსოფლიოს
- არ დაივიწყონ ნაციზიმის დანაშაულობები. გერმანიის ქალაქ ვეიმარში დღეს იმართება ხსოვნის ცერემონია, რაც უკავშირდება ამერიელი სამხედროების მიერ ბუხენვალდის საკონცენტრაციოო ბანაკის გათავისუფლების 60 წლისთავს. ვეიმარში ბუხენვალდის ყოფილი 550 -მა ტყვემ, ამერიკის არმიის 5-მა ვეტერანმა და გერმანიის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მოიყარა თავი. ხსოვნის ცერემონიაში მონაწილეობას ღებულობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გერხარდ შრედერი და გერმანიის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარე პოლ შპიგელი. ბუხენვალდის ბანაკის არსებობის 8 წლის განმავლობაში იქ დატყვევებული ჰყავდათ მილიონზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 60 ათასი კი მის კედლებში დაიღუპა.
კანცლერი გერხარდ შრედერი და გერმანიის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარე პოლ შპიგელი. ბუხენვალდის ბანაკის არსებობის 8 წლის განმავლობაში იქ დატყვევებული ჰყავდათ მილიონზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 60 ათასი კი მის კედლებში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG