Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე – სლოვენიის საგარეო საქმეთა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე – სლოვენიის საგარეო საქმეთა
მინისტრის დიმიტრი რუპელი ყირგიზეთის დედაქალაქში ჩავიდა. ის დროებით პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევსა და პარლამენტის სპიკერ ომურბეკ ტეკებაევს შეხვდა. რუპელმა აღნიშნა, რომ ეუთო მოელის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში მაღალ დონეზე ჩატარდება: [რუპელის ხმა] "რასაკვირველია, ყველა მოელის, რომ ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 10 ივლისს არის დაგეგმილი ჩატარდება უკეთესად, ვიდრე წარსულში ტარდებოდა და შეიძლება, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, ეს არჩევნები იყოს საუკეთესო შუა აზიაში ჩატარებულ არჩევნებს შორის". სამშაბათს და ოთხშაბათს რუპელი ტაჯიკეთსა და თურქმენეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG