Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში გრძელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება


აფხაზეთში გრძელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რომელიც გუშინ დაიწყო

აფხაზეთში გრძელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რომელიც გუშინ დაიწყო
და, როგორც იუწყებიან, 21 აპრილს დასრულდება. სწავლების ფარგლებში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყება სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო დესანტის გადასხმის მოგერიებისათვის სპეციალურ სწავლებას გაივლის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი". სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ზაიცევის განცხადებით, ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები კრიტიკულ ვითარებაში სამხედრო მოსამსახურეთა და რეზერვისტთა, ასევე ტექნიკის მობილიზებას, ამოცანების გაცნობას და შესრულებას მოიცავს. წვრთნებში 3000 სამხედრო მოსამსახურე და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG