Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა მოიწონა ევროპის კავშირის


საბერძნეთის პარლამენტმა მოიწონა ევროპის კავშირის კონსტიტუციის პროექტი.

საბერძნეთის პარლამენტმა მოიწონა ევროპის კავშირის კონსტიტუციის პროექტი.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 268 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგი იყო. ამრიგად, საბერძნეთი ევროკავშირის მეექვსე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ევროპის კონსტიტუციის რატიფიკაცია მოახდინა. იმისთვის, რათა დოკუმენტი ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს კავშირის წევრმა 25-ვე ქვეყანამ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ევროკავშირის კონსტიტუციის მიღების წინააღმდეგია. რეფერენდუმი ამ საკითხზე 29 მაისს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG