Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა აცხადებს


ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დიდი ვალების გამო ელექტროსადგურის

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დიდი ვალების გამო ელექტროსადგურის
გაჩერება გარდაუვალი გახდება, რაც არ არის უსაფრთხო ოპერაცია. სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც ჩერნობილის სადგურის ექსპლოატაციიდან გამოყვანა ევალება, 6 მილიონი დოლარი ვალი აქვს. კომპანიის წარმომადგენელმა სემიონ შტეინმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტა ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების წესების დარღვევას გარდაუვალს გახდის. ამის თაობაზე კომპანიამ უკრაინის ხელისუფლებას აცნობა. შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება 1986 წელს მოხდა.
XS
SM
MD
LG