Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და უშიშროების


ყირგიზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და უშიშროების უწყების ხელმძღვანელი ფელიქს ყულოვი ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ

ყირგიზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და უშიშროების უწყების ხელმძღვანელი ფელიქს ყულოვი ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ
კანდიდატურას წამოაყენებს. ამის შესახებ მან ორშაბათს ოფიციალურად განაცხადა. ყულოვი ამბობს, რომ მას სურს ყირგიზეთს "სტაბილურობა, ეროვნებათაშორის თანხმობა და ერთიანობა" მოუტანოს: [ყულოვის ხმა] "უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციის აუცილებლობით; აგრეთვე: მოსახლეობის დაცვის, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის ნორმალიზების, ეროვნებათაშორის თანხმობის უზრუნველყოფის, რუსულენოვანი მოსახლეობის გადინების თავიდან აცილებისა და ერისა და ხალხის შეკავშირების აუცილებლობით". ყულოვის მთავარ კონკურენტად ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ყურმანბეკ ბაკიევს მიიჩნევენ. ყულოვი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბაკიევს პრემიერ-მინისტრის პოსტს შესთავაზებს. ფელიქს ყულოვმა თითქმის 5 წელი გაატარა ციხეში ასკარ აყაევის პრეზიდენტობის დროს მექრთამეობის ბრალდებით. თუმცა, ყულოვი ირწმუნება, რომ მისი პატიმრობის მოტივი პოლიტიკური იყო.
XS
SM
MD
LG