Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ვიზიტად ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა


ისრაელში ვიზიტად ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მასპინძლებს განუცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს

ისრაელში ვიზიტად ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მასპინძლებს განუცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს
ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას და სირიისთვის რაკეტების მიყიდვას, მაგრამ ეს მუქარას არ შეუქმნის ახლო აღმოსავლეთში ძალთა წონასწორობას. ისრაელი ორივე პროგრამით სერიოზულად არის შეშფოთებული. მაგრამ ისრაელის პრეზიდენტ მოშე კაცავთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ რაკეტები, რომლებსაც რუსეთი სირიას მიჰყიდის, ვერ მისწვდება სამიზნეებს ისრაელში. ირანთან ბირთვული თანამშრომლობის თაობაზე მან თქვა, რომ თეირანმა საერთაშორისო ინსპექტორები უნდა დაუშვას თავის ბირთვულ ობიექტებზე და რომ რუსეთი მხოლოდ სამშვიდობო სფეროში თანამშრომლობს ირანთან.

XS
SM
MD
LG