Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა ისრაელში


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა ისრაელში ვიზიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ ანკარა ცდილობს მშვიდობის გარანტი იყოს ახლო აღმოსავლეთში.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა ისრაელში ვიზიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ ანკარა ცდილობს მშვიდობის გარანტი იყოს ახლო აღმოსავლეთში.
ისრაელის პრეზიდენტ მოშე კაცავთან მოლაპარაკებებზე ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის იშუამდგომლოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგში. შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა: [ერდოანის ხმა] "ისრაელსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები შეეხებოდა მრავალ თემას. პირველ რიგში ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს." ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა: [კაცავის ხმა] "ახლო აღმოსავლეთი ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფება. იგი ის აღარ არის, რაც იყო ათი წლის წინ. კიდევ ათი წლის შემდეგ კი აღარ ემგვანება დღევანდელს. მე მიმაჩნია, რომ თურქეთმა, ისრაელმა და რეგიონში ყველა კონსტრუქციულმა, გონიერმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს მშვიდობისა და ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანთა საკეთილდღეოდ", განაცხადა კაცავმა. თურქეთის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა პრემიერ-მინისტრ არიელ შარონსაც. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე შარონმა თქვა, რომ თურქეთს შეუძლია ეკონომიკური დახმარება გაუწიოს პალესტინელებს, მას მერე, რაც ისრაელის ჯარები და ებრაელთა დასახლებები გავლენ ღაზის სექტორიდან.

XS
SM
MD
LG