Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასი დღე გავიდა მას შემდეგ


ასი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

ასი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი გახდა.
ხელისუფლების სათავეში ვიქტორ იუშჩენკოს ჩადგომას წინ უსწრებდა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ პრეზიდენტ კუჩმას, მათი შეფასებით, კორუმპირებული რეჟიმის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო. იუშჩენკო თავის პრეზიდენტობის პრიორიტეტულ ამოცანებად მიიჩნევს სიღარიბისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. მას სურს ასევე უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში.
XS
SM
MD
LG