Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისს ესტუმრა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისს ესტუმრა.
საქართველოში ვიზიტით მთავრდება ბუშის ხუთდღიანი მოგზაურობა ევროპაში. ჯორჯ ბუშს აეროპორტში დახვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აბანოთუბანში სტუმარს ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა კონცერტი გაუმართეს. ხვალ ჯორჯ ბუში მოლაპარაკებას გამართავს მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. ხვალვე იგი სიტყვას წარმოთქვამს თავისუფლების მოედანზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში ბუშმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა პანკისის ხეობის ტერორისტებისგან გაწმენდის საქმეში. მისი თქმით, ხეობის გაწმენდა უპასუხებდა არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთისა და შეერთებული შტატების ინტერესებს.
XS
SM
MD
LG