Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა


დღეს უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა უარყო, რომ მან გასცა ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ.

დღეს უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა უარყო, რომ მან გასცა ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ.


მან დაადანაშაულა ისლამური გაერაიანება “ბიზბ-უთთაჰრირი” ძალადობის პროვიცირებაში. ისლამური გაერთიანება ქარიმოვის ბრალდებას უარყოფს.
(ქარიმოვის ხმა) “მათი მიზანი იყო ანდიჟანში შექმნილი ვითარებით ესარგებლათ, დაემხოთ საკონსტიტუციო წყობა და შეექმნათ “ისლამური ხალიფატის” სახელმწიფოს ერთი ნაწილი, ამით ჩამოეყალიბებინათ თავიანთი წყობა და თავიანი მთავრობა”.
უზბეკეთის პრეზიდენტმა ქარიმოვმა დღეს ამ ქვეყნის აღმოსავლეთის ქალაქ ანდიჟანში ამბოხის მონაწილეთ ბრალად დასდო, რომ მათ იმედი ჰქონდათ უზბეკეთის ხელისუფლება ჩამოეგდოთ ყირგიზეთის მსგავსად. ქარიმოვმა თქვა, რომ მეამბოხეებს იმედი ჰქონდათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პასიური იქნებოდა და ვერ გამოიჩენდა სიმტკიცეს. ქარიმოვი, რომელიც გუშინ ანდიჟანში ჩავიდა, ამბობს, რომ შეირაღებულმა მეამბოხეებმა დაიკავეს რეგიონული ადმინისტრაციის შენობა და ქალები, ბავშვები და ოჯახის მოხუცი წევრები ფარად დაიყენეს, შემდეგ კი დაპირისპირება გამოიწვიეს, რასაც სროლა მოჰყვა.
(ქარიმოვის ხმა) “მათ დაიწყეს ნათესავებთან, ცოლებთან და ოჯახის წევრებთან ტელეფონით რეკვა და მოითხოვდნენ, რომ ისინი შენობასთან მისულიყვნენ და ფარად დადგომოდნენ მათ”.
პრეზიდენტის თანახმად, ხელისუფლებამ შესთავაზა მათ კომპრომისი, რათა მშვიდობინად გარიგებულიყვნენ. მაგრამ, მან დაადანაშაულა მეამბოხეები, ისეთ რამეს მოითხოვდნენ, რასაც ვერცერთი მთავრობა ვერ შეასრულებდაო.
სულ მცირე ათასმა ადამიანმა დღეს უზბეკეთიდან მოახერხა ძალადობას გაქცეოდა მეზობელ ყირგიზეთში. მთავრობის ჯარი ცდილობს წესრიგი დაამყაროს ქალაქ ადნიჟანში. ყირგიზეთის სასაზღვრო ჯარის წარმომადგენელმა გულმირა ბორუბაიევამ ჩვენს “რადიოს” უთხრა, რომ ლტოლვილებმა მოახერხეს ყირგიზეთში გადასვლა. (ბორუბაიევას ხმა)
“სოფელ ბარაშთან, ნუუკენის რაიონში, 500 კაცმა გადაკვეთა საზღვარი და შეჩერებული იქნენ სასაზღვრო დაცვის მიერ. ახლა ვფიქრობთ, როგორ დავაბრუნოთ ისინი უკან უზბეკეთში”. უზბეკეთის უშიშროების ძალებმა დღეს დაიკავეს ქალაქი ანდიჟანი და იქიდან ჟურნალისტები გააძევეს. არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დაიხოცა მას მერე, რაც მთავრობის ჯარმა ქალაქზე კონტროლის დამყარება სცადა. თვითმხილველოების თანახმად, სამხედრო მანქანებს ქალაქიდან გვამები გაჰქონდათ. უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა თქვა, რომ 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედროები. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების თანახმად, დახოცილია სულ მცირე 200 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები.
მეამბოხეები გააქტიურდნენ ყირგიზეთთან მოსაზღვრე ქალაქ კარასუში. ჩვენი “რადიოს” უზბეკური სამსახურის თანახმად, ბრბომ დაიკავა ქალაქის მმართვლეობის შენობა და მერი მძევლად აიყვანა. იუწყებიან ასევე, რომ გამძვინვარებულმა ბრბომ ქალაქის მმართველობის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ჯარები ქალაქისკენ დაძრული არიან, მიუხედავად მომავალი შეტაკებების საშიშროებისა. ხალხი კვლავ ცდილობს საზღვარი გადაკვეთოს.
ევროპის კავშირმა და ნატოს გააფრთხილეს უზბეკეთის მთარობა და მეამბოხეები მომავალში მოერიდონ სისხლისღვრას და მშვიდობიანი გზით მოაგვარონ მღელვარება. ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ ლუქსემბურგმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უზბეკეთში გუშინ ჯარის მიერ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გაჩენის გამო.
XS
SM
MD
LG