Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა აზიის ორი ქვეყნის -


შუა აზიის ორი ქვეყნის - უზბეკეთისა და ყირგიზეთის საზღვარი დღეს ისევ გაიხსნა - მას შემდეგ, რაც სახალხო მღელვარებამ უზბეკეთში შედარებით იკლო.

შუა აზიის ორი ქვეყნის - უზბეკეთისა და ყირგიზეთის საზღვარი დღეს ისევ გაიხსნა - მას შემდეგ, რაც სახალხო მღელვარებამ უზბეკეთში შედარებით იკლო.
ეუთომ გამოთქვა მოწოდება, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა და დაცულ იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებები. ტაშკენტში ეუთოს წარმომადგენელმა მიროსლავ იენეამ მხარეებს მოუწოდა, უარი თქვან ძალის შემდგომ გამოყენებაზე. მანვე დასძინა, რომ ეუთო მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს უზბეკეთს კონფლიქტის მოგვარებაში და მისი გამომწვევი მიზეზების გამოძიებაში. პარასკევს ქალაქ ანდიჟანში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, როგორც ვარაუდობენ, 500-მდე ადამიანი დაიღუპა. დღეს ანდიჟანში ვითარება შედარებით გამოსწორდა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გულბაჰორ ტორაევამ რადიო "თავისუფლების" უზბეკური სამსახურის კორესპონდენტს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპულთა გვამებს ოჯახის წევრებს არ აძლევენ, რათა მსხვერპლის რაოდენობა დამალონ.
XS
SM
MD
LG