Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჟურნალ


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჟურნალ “ნიუსუიკი” მეტი უნდა გააკეთოს, რათა მის მიერ გამოქვეყნებული იმ სტატიის შედეგებს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჟურნალ “ნიუსუიკი” მეტი უნდა გააკეთოს, რათა მის მიერ გამოქვეყნებული იმ სტატიის შედეგებს
მეტი ყურადღება მიაქციოს, სადაც ამერიკელი გამომძიებლების მიერ ყურანის შეურაცხყოფაზე იყო ლაპარაკი. თეთრი სახლის წარმომადგენლმა სკოტ მაკლელანმა თქვა, რომ “ნიუსუიკის” გუშინდელი აღიარება ინფორმაციის მცდარობასთან დაკავშირებით, “პირველი კარგი ნაბიჯი” იყო, მაგრამ ახლა, თეთრი სახლი ისურვებდა, რომ “ნიუსუიკი” ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება რეგიონს. პაკისტანმაც არასაკმარისად მიიჩნია ჟურნალ “ნიუსუიკის” აღიარება. 9 მაისს გამოქვეყნებულმა ამ ინფორმაციამ მღელვარება გამოიწვია მაჰმადიანურ სამყაროში. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა შეიხ რაშიდ აჰმედმა თქვა, რომ “ნიუსუიკის” აღიარება არ არის საკმარისი. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის ჯავედ ლუდინის თანახმად, “ნიუსუკიმა” უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ანტიამერიკული დემონსტრაციების დროს გამოწვეული ზარალის გამო.
XS
SM
MD
LG