Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რადიო თავისუფალ ევროპა -


ავღანეთში რადიო თავისუფალ ევროპა - რადიო თავისუფლებას დაურეკა მამაკაცმა,

ავღანეთში რადიო თავისუფალ ევროპა - რადიო თავისუფლებას დაურეკა მამაკაცმა,
რომელმაც იკისრა ჰუმანიტარული ორგანიზაციის იტალიელი მუშაკის, კლემენტინა კანტონის გატაცების პასუხისმგებლობა და წამოაყენა მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მძევალს გაათავისუფლებს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მან ჩვენს რადიოს უთხრა, დარწმუნებულია, რომ კლემენტინა კანტონი შეპყრობილი ჰყავს მართლაც იმ მამაკაცს, რომელმაც დარეკა. კანტონი 32 წლისაა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “კეირ”-ში მუშაობს. ის ორშაბათს ქაბულში გაიტაცეს. ტიმორ შაჰმა (ასე უწოდებს თავს მამაკაცი, რომელმაც იტალიელი ქალის გატაცების პასუხისმგებლობა იკისრა) ჩვენი რადიოს ქაბულის ბიუროს დაურეკა და სამი მოთხოვნა წამოაყენა. ეს მოთხოვნებია რადიო "არმანის" ახალგაზრდული პროგრამის შეჩერება (ეს გახლავთ კერძო რადიოარხი ქაბულში), შემდეგ - ავღანეთში ყაყაჩოს მოყვანის შეჩერება (ლაპარაკია მცენარეზე, რომელსაც ნარკოტიკების დასამზადებლად იყენებენ) და მესამე მოთხოვნაა - სკოლებისა და განათლების სხვა უწყებების საქმიანობის, პროგრამის შეცვლა - ისლამური სკოლების გახსნის საკითხის განხილვა. ავღანელი გამტაცებლის თქმით, ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, იტალიელ კლემენტინა კანტონის გაუშვებენ. ქაბულში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოფისმა დაადასტურა, რომ იცის ამ მოთხოვნების შესახებ.
XS
SM
MD
LG