Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობის გახშირების უკან დგას


ერაყში ძალადობის გახშირების უკან დგას ცნობილი ექსტრემისტი აბუ მუსაბ ზარყაუი,

ერაყში ძალადობის გახშირების უკან დგას ცნობილი ექსტრემისტი აბუ მუსაბ ზარყაუი,
განაცხადა შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ზარყაუიმ თავდასხმების გახშირების განკარგულება აპრილში გასცა. აპრილის ბოლოდან მოყოლებული, ხელისუფლებაში ერაყის ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, თავდასხმებს 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელი,გენერალი იბრაჰიმ ხამასი. მკვლელობის პასუხისმგებლობა იკისრა "ალ-ყაიდასთან" დაახლოებულმა ჯგუფმა. დღესვე მიაკვლიეს 7 ერაყელი თურქმენის გვამებს - ისინი მანამდე ქალაქ ფალუჯის სიახლოვეს განხორციელებული თავდასხმისას იქნენ შეპყრობილი. დღესვე თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა და ორი პოლიციელი მოკლა ქალაქ ბაიჯიში. ბაკუბაში კი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG