Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლებამ ”არამეგობრული ჟესტი” უწოდა


უკრაინის ხელისუფლებამ ”არამეგობრული ჟესტი” უწოდა

უკრაინის ხელისუფლებამ ”არამეგობრული ჟესტი” უწოდა
რუსეთის სახელმწიფო დუმის ამასწინანდელ განცხადებას, თითქოს უკრაინაში ირღვეოდეს დემოკრატიული ნორმები. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცახდებაშია ნათქვამი, თუ მოსკოვი არ შეწყვეტს ამგვარ ქმედებებს, შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა ორმხრივ ურთიერთობებში. პარასკევს რუსმა დეპუტატებმა დაავალეს დელგაციას, რათა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წამოჭრან საკითხი უკრაინაში დემოკრატიული ნორმების დარღვევებზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს უარყო გაზეთ ”ზერკალო ნედელის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მას გადადგომა შესთავაზა. მსგავს ინფორმაციას ტიმოშენკომ ”დივერსია” უწოდა და განაცხადა, რომ მასა და იუშენკოს შორის ნორმალუი და თბილი ურთიერთობა არსებობს.
XS
SM
MD
LG