Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დღეს ერთ-ერთ რესტორანთან, ტაბილიას


ბაღდადში დღეს ერთ-ერთ რესტორანთან, ტაბილიას რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ბაღდადიდან 40 კილომეტრში, მაჰმუდიაში, შიიტების მეჩეთთან ჩადეს ბომბი, 5 კაცი დაიღუპა, დაშავდა 19.

ბაღდადში დღეს ერთ-ერთ რესტორანთან, ტაბილიას რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.
ბაღდადიდან 40 კილომეტრში, მაჰმუდიაში, შიიტების მეჩეთთან ჩადეს ბომბი, 5 კაცი დაიღუპა, დაშავდა 19.
ქალაქ კირკუკიდან სამხრეთით 70 კილომეტრში თვითმკვლელმა ავტომანქანაში ააფეთქა ბომბი, 5 ადამიანი შეეწირა აფეთქებას, 19 დაშავდა. სამარაში, ბაღდადიდან 125 კილომეტრში სამი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აქტის შედეგად აშშ-ის არმიის საცხოვრებელთან, დაშავდა 4 ჯარისკაცი.
დღეს დილით მოკლეს გენერალი ვაელ რუბაეი, პრემიერ მინისტრის ჯაფაარის ახლო მრჩეველი. მის მანქანას სროლა აუტეხეს, როცა გენერალი სამსახურში მიდიოდა. ამ თავდასხმეაზე პასუხისმგებლობა იკისრა “ალ-ყაიდასთან” დაკავშირებულმა ჯგუფმა. ამ თვეში ბაღდადსა და მის შემოგარენში 550-მდე კაცი დაიღუპა.
დღესვე ბაღდადში ერაყელმა ჯარისკაცებმა ამერიკელთა მხარდაჭერით განახორციელეს ოპერაცია და დააკავეს 285 ეჭვმიტანილი. დღესვე სამი რუმინელი ჟურნალისტი დაუბრუნდა საკუთარ სამშობლოს, მას მერე რაც 2 თვე ერაყში ჰყვადათ გატაცებული.

XS
SM
MD
LG