Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს ვაშინგტონში პალესტინის ავტონომიის მეთაურ


ხუთშაბათს ვაშინგტონში პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

ხუთშაბათს ვაშინგტონში პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით აბასმა განაცახადა, რომ მას მთელი რიგი მოთხოვნები აქვს, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი.” ჩვენ მოვითხოვთ, რათა ამერიკელებმა პოზიტიური პოზიცია დაიკავონ ჩვენთან მიმართებაში - როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში. როდესაც პოლიტიკურ ასპექტებზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს წარმატების მიღწევა იმ გეგმაში, რომელსაც ”საგზაო რუკა” ეწოდება.” ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას ბუში პალესტინაში დემოკრატიის განვითარებაზე ილაპარაკებს და ასევე მოითხოვს აბასისაგან ტერორისტული სტრუქტურების ლიკვიდაციას.
XS
SM
MD
LG