Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერ სტროუს განცხადებით, ირანმა ისევ დადო პირობა,

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერ სტროუს განცხადებით, ირანმა ისევ დადო პირობა,
რომ არ იმუშავებს ბირთვული იარაღის შექმნაზე. სტროუმ აღნიშნა აგრეთვე, რომ ევროკავშირი თეირანს ივლისის მიწურულს, ან აგვისტოში შესთავაზებს დეტალურ წინადადებას ბირთვულ საკითხებზე. სტროუს განცხადება მოჰყვა ჟენევაში დაწყებულ შეხვედრას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების (მათ შორის სტროუს) და ირანის წარმომადგენლების მონაწილეობით. ირანის ბირთვულ პროგრამაზე ამ მოლაპარაკებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გეზი აიღო აშშ-ის პოზიციისაკენ - კერძოდ, ირანზე იმსჯელონ გაეროს უშიშროების საბჭოში თეირანის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევის გამო. აშშ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობაში ადანაშაულებს, ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ირანის პრეზიდენტმა, მოჰამად ხათამიმ დღეს აღნიშნა, რომ ჟენევის დღევანდელი მოლაპარაკება, სავარაუდოდ, არის ევროკავშირთან ამ საკითხის ბოლო განხილვა.
XS
SM
MD
LG