Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროპის


გერმანიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროპის კავშირის კონსტიტუციის პროექტი.

გერმანიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროპის კავშირის კონსტიტუციის პროექტი.
პარლამენტის ზედა პალატაში, ბუნდესრატში, კენჭისყრა დღეს გაიმართა და კონსტიტუციის რატიფიკაციით დასრულდა - ისევე, როგორც ორი კვირის წინათ ბუნდესტაგში მოწყობილი კენჭისყრა. გერმანია მეცხრე ქვეყანაა, რომელმაც რატიფიკაცია გაუკეთა დოკუმენტს. იმისთვის, რათა კონსტიტუცია ძალაში შევიდეს, მისი რატიფიკაცია უნდა მოახდინოს ევროკავშირის წევრმა 25-ვე სახელმწიფომ. კვირას ამ საკითხზე რეფერენდუმი მოეწყობა საფრანგეთში, ხოლო კიდევ სამი დღის შემდეგ - ჰოლანდიაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნების ამომრჩეველთა უმრავლესობა არ ემხრობა კონსტიტუციას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ ბუნდესრატის გადაწყვეტილება ფრანგი ამომრჩევლისთვის ერთგვარ ბიძგად იქცევა. [იოშკა ფიშერის ხმა] "დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია გერმანიისთვის, რადგან ჩვენ რატიფიკაციას ვუკეთებთ კონსტიტუციას. და იმედი მაქვს, რომ ამას საფრანგეთშიც შეამჩნევენ. იმედს გამოვთქვამ, რომ საფრანგეთი - დღევანდელი ევროპის ერთ-ერთი შემოქმედი - ევროპულ გადაწყვეტილებას მიიღებს."
XS
SM
MD
LG