Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის
მშენებლობისას დაშვებული სამართლებრივი დარღვევების გამოსწორებას მოითხოვს. პრაიმ-ნიუსის ცნობით, ასოციაცია პროექტის მიმდინარეობაზე სამართლებრივ მონიტორინგს ახორციელებს და აცხადებს, რომ პროექტში მონაწილე კომპანიები არღვევენ იმ მიწის მესაკუთრეთა თუ მოსარგებლეთა უფლებებს, რომელთა ნაკვეთებზეც გაიარა მილსადენის სამშენებლო დერეფანმა. გარდა ამისა, უხეშად ირღვევა ნავთობსადენის მშენებლობაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შრომითი უფლებები; მოუგვარებელია მშენებლობის გამო დაზიანების საფრთხის ქვეშ მყოფი საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვის საკითხები და სხვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომპანიებსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ ზომები "საუკუნის პროექტის" განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG