Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური


კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ხელმძღვანელობა სექტემბრიდან თანამდებობებს დატოვებს.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ხელმძღვანელობა სექტემბრიდან თანამდებობებს დატოვებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა. ბოლო დროს თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს შორის ფინანსებთან დაკავშირებული პრობელმების გამო დაპირისპირება გამწავდა. მსახიობები უშუალოდ თეატრის დირექტორს გაიოზ კანდელაკს და სამხატვრო ხელმძღვანელს ოთარ მეღვითუხუცეს დაუპირუსპირდნენ და ისინი საბიუჯეტო თანხების დამალვაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, კულტურის სამინისტრომ მარჯანიშვილის თეატრს საკმარისი თანხა გამოუყო, თუმცა თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება კვლავ 60-დან 140 ლარს შეადგენს. პარასკევს გიორგი გაბაშვილი კულტურის სამინისტროში მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს გაიოზ კანდელაკს შეხვედა და თეატრში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მინისტრის თქმით, სექტემბერში თეატრს ახალი ხელმღვანელობა ეყოლება, რომელიც მთლიანად შეცვლის იქ არსებულ მდგომარეობას.
XS
SM
MD
LG