Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დღეს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დღეს მიიღო პრემიერ-მინისტრ ჟან-პიერ რაფარენის გადადგომა,

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დღეს მიიღო პრემიერ-მინისტრ ჟან-პიერ რაფარენის გადადგომა,
რაც კვირას ევროპის კავშირის კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმს მოჰყვა. [რაფარენის ხმა] "სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო ჩემი და ჩემი მთავრობის გადადგომა. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მე ევროპის კონსტიტუციის თაობაზე კენჭისყრის შედეგისგან სრულიად დამოუკიდებლად მივიღე," განცახადა რაფარენმა. იგი სულ უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა საფრანგეთის ეკონომიკური პრობლემების გამო. შირაკმა ახალ პრემიერ-მინისტრად დომინიკ ვილპენი დაასახელა. ვილპენი ხვალ გამოაცხადებს თავისი კაბინეტის შემადგენლობას.
ჟაკ შირაკმა დღეს თავის თანამემამულეებს მოუწოდა ერთიანობისკენ. შირაკმა თავის მიმართაში ერისადმი თქვა, რომ რეფერენდუმის შედეგი არ ნიშნავს უარს ევროპული იდეალებისთვის, მაგრამ გამოხატავს ხალხის უკმაყოფილებას ევროპის ინსტიტუტების და საფრანგეთის მთავრობის მიმართ.
XS
SM
MD
LG