Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ფიქრობს, რომ მის რესპუბლიკას 2007 წლისთვის აღიარებენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ფიქრობს, რომ მის რესპუბლიკას 2007 წლისთვის აღიარებენ
დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ამის შესახებ კოკოითიმ ოთხშაბათს მოსკოვში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი". “დასავლელი პოლიტოლოგები იხრებიან იმისკენ, რომ აღიარონ კოსოვო, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი. ის პროცესები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს, ცხადჰყოფენ, რომ ჩვენთან უკვე ჩამოყალიბდა ნამდვილი რესპუბლიკა, ნამდვილი სახელმწიფო”, - თქვა კოკოითიმ. სამხრეთ ოსეთის მომავალზე საუბრისას კოკოითის არ გამოურიცხავს, რომ აღიარების შემდეგ რესპუბლიკას შეუძლია შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან.
XS
SM
MD
LG