Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად აღმოსავლეთი


რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად აღმოსავლეთი საქართველოს მდინარეებში მკეთრად აიწია

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად აღმოსავლეთი საქართველოს მდინარეებში მკეთრად აიწია
წყლის დონემ, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები, რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრებს მოწყდა.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლები თბილისის ზოგიერთ უბანშიც. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონსა და ავჭალაში. დატბორილია გზები, ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები. შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდი დიღმის პირველ მიკრორაიონში.
როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან იუწყებიან, ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოდარებას უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG