Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის


ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს აშშ-ში მიემგზავრება,

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს აშშ-ში მიემგზავრება,
სადაც საქმიან შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალად რამსფელდთან და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობასთან. ბრიუსელში ირაკლი ოქრუაშვილი 10 ივნისს ნატო-ს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ეგიდით გამართულ თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა. აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტის მსვლელობისას განხილული იქნება საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან.
XS
SM
MD
LG