Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ყურადღების ცენტრში


ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ყურადღების ცენტრში დგას ბიუჯეტთან და კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ყურადღების ცენტრში დგას ბიუჯეტთან და კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
ბიუჯეტიც და კონსტიტუციაც დავას იწვევს. ევროკავშირის კონსტიტუცია ბოლოხანს გამართულ რეფერენდუმებზე უარყვეს საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. რაც შეეხება ბიუჯეტს, მასზე შეთანხმების შანსსაც სკეპტიკურად აფასებენ. როგორც დღეს შვეციის პრემიერ-მინისტრმა გორან პერსსონმა აღნიშნა: [გორან პერსსონის ხმა] “არა მგონია, ბიუჯეტზე შეთანხმება მოხერხდეს. ვფიქრობ, პოზიციებს შორის სხვაობა მეტისმეტად დიდია. უნდა გავაგრძელოთ დისკუსია ბიუჯეტზე. მის სტრუქტურაში არის ხარვეზები და ზოგ ქვეყანას, მათ შორის შვეციას, მეტისმეტად დიდი წილი აქვს დაკისრებული”, აღნიშნა შვეციის პრემიერ-მინისტრმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, მზად იყვნენ კომპრომისებისთვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებში. საღამო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მოსაფიქრებელი პერიოდი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მის ორ რეფერენდუმზე უარყოფის შემდეგ. სამიტზე განიხილება კონსტიტუციის რატიფიკაციის 2006-ს წლამდე გაგრძელების საკითხი.
XS
SM
MD
LG