Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობა


საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობა არ მიემხრო “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობა არ მიემხრო “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გვარ-სახელის შეცვლის მსურველთათვის ხელოვნური ბარიერების მოხსნას ითვალისწინებს. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი გვარ-სახელების შეცვლის საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტს განსახილველად გადამუშავების შემდეგ წარუდგენს. კანონპროექტის თანახმად, გვარ-სახელის შეცვლის მსურველს განაცხადზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეტყვიან, თუ სახელად ან გვარად რაიმე სიმბოლოს, ციფრს ან უსულო საგნის დასახელებას აირჩევს.
XS
SM
MD
LG