Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა.


ბაღდადში დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა ხალხმრავალ რესტორანში აიფეთქა თავი.

ბაღდადში დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა ხალხმრავალ რესტორანში აიფეთქა თავი.
სხვადასხვა მონაცმებით, დაიღუპა 10-დან 20 ადამიანამდე. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი და 36 დაიჭრა. აი, რა თქვა მომხდარის თვითმხილველმა, ადგილობრივმა პოლიციელმა რაიდ სალმანმა: [სალმანის ხმა] "რესტორანში მისვლისთანავე შიგნით შევიდა, სადაც ხალხი იჯდა: პოლიციელები და სამოქალაქო პირები. შაჰიდის ქამარი ჰქონდა შემორტყმული და აფეთქება თითქმის მაშინვე გაისმა. ბევრი ადამიანი დაიღუპა, ჩემის აზრით, 15-მდე." ტერაქტი მოხდა საგანგებოდ დაცულ ქუჩაზე, რომელიც სამთავრობო შენობებისკენ მიემართება. კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად ბაღდადში ოთხი ერაყელი დაიღუპა, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი, და 26 დაიჭრა, როცა დანაღმული ავტომობილი აფეთქდა შიიტური მეჩეთის მახლობლად. ორი პოლიციელი იქნა მოკლული ბაღდადის დასავლეთ ნაწილში, როცა ისინი სამსახურში მიემართებოდნენ. ერაყის 3 ჯარისკაცი იქნა მოკლული და 13 დაიჭრა ქალაქ თიქრითში თვითმკვლელის მიერ დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად. დღეს შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გუშინ დასავლეთ ერაყში ამერიკის ერთი საზღვაო მედესანტე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG