Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფალთა განცხადებით, დღეს ამ


ერაყის ხელისუფალთა განცხადებით, დღეს ამ ქვეყანაში მოწყობილი თავდასხმებისა თუ აფეთქებების შედეგად,

ერაყის ხელისუფალთა განცხადებით, დღეს ამ ქვეყანაში მოწყობილი თავდასხმებისა თუ აფეთქებების შედეგად,
სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა. 12 ახალბედა პოლიციელი დაიღუპა და კიდევ ასამდე დაიჭრა ქურთებით დასახლებულ ქალაქ არბილში. თვითმკვლელმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა პოლიციის დანაყოფი დილის მწყობრისთვის ემზადებოდა. ქალაქ ქირქუქში, მეამბოხეებთან შეტაკებებს ოთხი ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაღდადში, სხვადასხვა ინციდენტში თუ შეტაკებაში ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 მეამბოხე. სისხლიანი იყო გასული კვირის ბოლოც. კვირას მეამბოხეებმა ერაყში 30 ადამიანი მოკლეს, მათ შორისაა ის – 23 ადამიანი, რომლებიც თვითმკვლელის მიერ ბაღდადის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქებულმა ყუმბარამ იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG